რეზონანსი
03.05.2026

საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის გეგმა, რომელიც ირანის ხელისუფლებამ ვაშინგტონს პაკისტანელი შუამავლების მეშვეობით გადასცა, 14 პუნქტისგან შედგება. როგორც ირანული სააგენტო Tasnim-ი წერს, თეირანის მოთხოვნებს შორის არის:

თავდაუსხმელობის გარანტიები;

ამერიკული ჯარების გაყვანა ახლო აღმოსავლეთიდან;

საზღვაო ბლოკადის მოხსნა;

დაბლოკილი ირანული აქტივების დეპოზიტების გახსნა;

რეპარაციების გადახდა;

სანქციების მოხსნა;

ომის შეწყვეტა ყველა ფრონტზე, ლიბანის ჩათვლით;

ჰორმუზის სრუტის ფუნქციონირების ახალი მექანიზმის დადგენა.

გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ თეირანის გეგმაში დადგენილია ერთთვიანი ვადა მოლაპარაკებებისთვის ჰორმუზის სრუტის მუშაობის აღდგენის, აშშ-ის საზღვაო ბლოკადის შეწყვეტისა და ომის საბოლოო დასრულების შესახებ.

გარიგების მიღწევის შემდეგ, დაგეგმილია კიდევ ერთი ერთთვიანი მოლაპარაკება ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, აღნიშნეს გამოცემის რესპონდენტებმა.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თეირანის წინადადებებს უკვე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას მალე განიხილავს, თუმცა ეჭვი შეიტანა იმაში, რომ ის ვაშინგტონისთვის მისაღები იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×