
ბრიტანეთის მთავრობამ ავიაკომპანიებს ნებართვა მისცა, ზაფხულის სეზონზე რეისები გააუქმონ ან გააერთიანონ საავიაციო საწვავის დაზოგვის მიზნით.
კერძოდ, ახალი კანონმდებლობა ავიაკომპანიებს საშუალებას მისცემს, გააერთიანონ რეისები, რომლებიც ერთი მიმართულებით დღეში რამდენჯერმე ახორციელებენ ფრენებს.
ამასთან, რეისების გაუქმება ფრენამდე, სულ მცირე, ორი კვირით ადრე უნდა მოხდეს, რათა მგზავრებს ალტერნატიული მარშრუტების არჩევის საშუალება ჰქონდეთ.
ბილეთების მნიშვნელოვანი ნაწილი თუ არ გაიყიდება, ნახევრად ცარიელი თვითმფრინავების გაშვების თავიდან ასაცილებლად, შესაძლოა, მსგავსი რეისებიც გაუქმდეს.
ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა ევროპაში საავიაციო საწვავის დეფიციტის საშიშროება გააჩინა, რადგან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ახლო აღმოსავლეთიდან ექსპორტირდება.