რეზონანსი
03.05.2026

როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ჩვენ ერთსა და იმავე მიზანს ვიზიარებთ: ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იოჰან ვადეფული ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, აბას არაღჩისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

ვადეფული ხაზს უსვამს, რომ გერმანია მხარს უჭერს კონფლიქტის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას.

„ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან სატელეფონო საუბარში ხაზგასმით აღვნიშნე: გერმანია მხარს უჭერს მოლაპარაკებების გზით მიღწეულ გადაწყვეტას. როგორც აშშ-ის ახლო მოკავშირე, ჩვენ ერთსა და იმავე მიზანს ვიზიარებთ: ირანმა სრულად და დადასტურებულად უნდა თქვას უარი ბირთვულ იარაღზე და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჰორმუზის სრუტე, როგორც ამას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოპ მოითხოვს", - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×