
ახალგაზრდა ქალი, რომლის მდგომარეობა მშობიარობის შემდეგ დამძიმდა და მის გადასარჩენად თურქეთის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო, მიმართვას ავრცელებს. 20 წლის ასმათ ბერიძის ისტორია მთელმა საქართველომ იცის. მან მეორე შვილზე ბათუმის კლინიკა "ბაოში" იმშობიარა, გაუკეთდა საკეისრო კვეთა და დაიბადა ახალშობილი, ალისია. ჰყავს ასევე უფროსი ქალიშვილი, 1 წლის და 2 თვის ანაბელი.
როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, მოულოდნელად კლინიკაში ახალნამშობიარევი გოგოს მდგომარეობა დამძიმდა, მან გონება დაკარგა. ამის შემდეგ ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ გოგონას მენინგიტი ჰქონდა.
ასმათ ბერიძის გადასარჩენად მთელი საქართველო გაერთიანდა. მალე ის თურქეთის კლინიკაში, სამსუნში გადაიყვანეს. ახალგაზრდა ქალის მკურნალობამ შედეგი გამოიღო, კომიდან გამოვიდა:
„ყველას ძალიან დიდი მადლობას ვუხდი გვერდში დგომისთვის, ამდენი თანხის ჩარიცხვისთვის. მართლა ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ჯერ ჩემი ოპერაციები, მერე ჩემი მკურნალობა.
მადლობა, რომ ჩემს შვილებს ჩემი თავი აჩუქეთ,“ - აცხადებს ახალგაზრდა ქალი.
ასმათის მდგომარეობა დღითი დღე უმჯობესდება და მალე სამშობლოში დაბრუნებას შეძლებს.