რეზონანსი
04.05.2026

მედიის ინფორმაციით, აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო შეთანხმების არარსებობისა და დონალდ ტრამპის განცხადებების შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ გაიზარდა.

მედიის ცნობით, ერთი ბარელი ბრენტის მარკის ნავთობის ფასი 67 ცენტით გაიზარდა და 108.84 დოლარს მიაღწია.

ამასთან, აშშ-ის West Texas Intermediate-ის ნავთობის ფასი 65 ცენტით გაძვირდა და 102.59 დოლარს მიაღწია.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „პროექტ თავისუფლების“ ფარგლებში ჰორმუზის სრუტიდან გემების უსაფრთხოდ გამოყვანას დაიწყებს. ამასთან, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) ცნობით, „პროექტ თავისუფლების“ ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გემების ესკორტირებისთვის აშშ-ის გამანადგურებლები, 100-ზე მეტი თვითმფრინავი და 15 000 ჯარისკაცი განლაგდება. თეირანში კი აღნიშნავენ, რომ აშშ-ის ნებისმიერ მცდელობას, ჩაერიოს ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებაში, ირანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევად აღიქვამს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×