რეზონანსი
04.05.2026

სამწუხაროდ, კაია კალასი დემოკრატიის უკუსვლის გზას ადგას - მაშინ, როცა ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, თავად დემოკრატიის საფუძველს უგულებელყოფს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.

მისივე თქმით, კაია კალასი ქართულ საზოგადოებას და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას ერთმანეთისგან მიჯნავს.

„სამწუხაროდ, კაია კალასს სიმართლეზე პრეტენზია ვერ ექნება მაშინ, როცა ეს ადამიანი ერთმანეთისგან მიჯნავს ქართულ საზოგადოებას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად არჩეულ ხელისუფლებას. ეს პირდაპირ ძირგამომთხრელი საქმიანობაა დემოკრატიის თვალსაზრისით. სამწუხაროდ, კაია კალასი დემოკრატიის უკუსვლის გზას ადგას. მაშინ, როცა ჩვენ დემოკრატიას გვიწუნებენ, თავად დემოკრატიის საფუძველს უგულებელყოფს. სამწუხაროდ, არარჩეული ბიუროკრატია ევროპელ ხალხს და ევროპულ სახელმწიფოებს არ წარმოადგენს და მათი განცხადებებიც ნაკლებად საყურადღებოა. მაშინ, როდესაც ერთ-ერთი ევროკომისარი საუბრობს იმაზე, რომ საქართველოს კანონმდებლობას პატივი არ უნდა სცენ და გზებს ეძებენ, რომ ქვეყანაში „შავი ფული“ შემოიტანონ, ეს არის დემოკრატიის უკუსვლის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი, რაც სამწუხაროა. ამიტომაც ვამბობთ, რომ ევროპა ევროკავშირში უნდა დაბრუნდეს," - განაცხადა გორდულაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს. „რა თქმა უნდა, გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა კაია კალასმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×