
ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენ პოლიტპატიმრები არ გვყოლია - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, მას იმიტომ ებრძვიან, რომ დაუმორჩილებლობის სული გაავრცელა და საქართველო რუსეთს არ ჩააბარა.
ექს-პრეზიდენტმა დღევანდელ პროცესზე პოლიტიკურ პატიმრების შესახებ ისაუბრა. სააკაშვილი ასევე ნიკა მელიას წერილს გამოეხმაურა და თქვა, რომ "ვერაფერი გაიგო, გარდა იმისა, რომ მელიას სააკაშვილი არ მოსწონს".
არცერთი პოლიტიკური პატიმარი ჩვენ არ გვყოლია. მთავარია, ახლა რისთვისაც რეჟიმი ებრძვის ჩვენებს. ლევან ხაბეიშვილი ციხეში ერთადერთი რამის გამო დაამწყვიდეს, ხალხს დაუბრუნა იმედი, მისცა სტიმული და არ შეეშინდა ცემის და მუქარების. ბოლოს პოლიციის მოსყიდვის ბრალდებით დაიჭირეს. იგივე ეხება ელენე ხოშტარიას, რომელიც მხოლოდ იმიტომ დატოვეს ციხეში, რომ მან აჩვენა, არაფრის რომ არ ეშინია. იგივე ეხება პაატა ბურჭულაძეს, მის უზარმაზარ ბერლინურ სახლში არაერთხელ ვარ ნამყოფი, ის ბევრად უფრო კომფორტულია, ვიდრე მისი საკანი,სა დაც ახლა იმყოფება. თავისი უშიშარი ხასიათის გამო იმ საკანში ამოყო თავი.
ნიკა მელია, რომელმაც ვრცელი წერილი მოიწერა, საიდანაც , მართალი გითხრათ, ვერაფერი გავიგე, მაგრამ გავიგე ის, რომ არ მოვწონვარ მე.
რატომ ჩატოვეს ის ციხეში? იმიტომ, რომ ივანიშვილმა არ აპატია, როდესაც აღსრულების სამსახურში იყო, მას უკანონო 70 მილიონი დაუყადაღა. ირაკლი ნადირაძეს ვერ აპატიეს ის, რომ საკრებულოში მრავალი მილიონი გააგდებინა ხელიდან კორუმპირებულ ბანდას. ზოდელავას და მ~მანჯგალაძეს ვერ აპატიეს, რომ უბრალო წესიერები არიან. პოლკოვნიკ ბერიძეს საუკეთესო აკადემია აქვს დამთავრებული და იმის ნაცვლად, რომ სამშობლოს იცავდეს, გაამწესეს ციხეში. მებრძვიან იმისთვის, თქვენ დაინახეთ ნოღაიდელის დაკითხვისას რაზე იყო საუბარი, იმაზე, რომ მე გავავრცელე დაუმორჩილებლობის სული და არ ჩავაბრე ჩვენი ქვეყანა რუსეთს. ეს არის ერთადერთი, რის გამოც ეშინიათ, რომ აქ არ ვიჯდე, - განაცხადა სააკაშვილმა.