რეზონანსი
04.05.2026

უკრაინულ მხარესთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საკითხსაც, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ერევანში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, უკრაინულ მხარესთან შეხვედრა წინასწარ დაგეგმილი არ ყოფილა.

„შეხვედრა წინასწარ არ ყოფილა დაგეგმილი. ეს შედგა ამ ფორმატის ფარგლებში უკრაინული მხარის ინიციატივით და რამდენიმე წუთს გასტანა. მოვახერხეთ, რომ იმ მნიშვნელოვან საკითხებს შევხებოდით, რაც არის ორ ქვეყანას შორის.

იყო საუბარი ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე, მათ შორის ქვეყანაში ელჩების ყოფნაზე. ვნახოთ. საქართველოს ამ ხნის განმავლობაში აქვს მტკიცედ ჩამოყალიბებული პოზიცია და დამოკიდებულება უკრაინასთან, რაც არაერთხელ გამოგვიხატავს საერთაშორისო ფორმატებში, სადაც ეს შესაძლებელია. მნიშვნელოვანია, რომ ურთიერთობები იყო ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული. რაც შეეხება სანქციების საკითხს, ამაზე საუბარი არ ყოფილა“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×