რეზონანსი
04.05.2026

 ეს იყო და­ხუ­რუ­ლი ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ზო­გა­დად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ იყო მე­გობ­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი, თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ხა­ტა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ჩვენ მყი­სი­ე­რად და­ვუ­დას­ტუ­რეთ ჩვე­ნი მზა­ო­ბა და გა­ვი­სა­უბ­რეთ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ევ­რო­პუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის (EPC) მე-8 სა­მი­ტის ფარ­გლებ­ში, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენტ ვო­ლო­დი­მირ ზე­ლენ­სკის­თან შეხ­ვედ­რის შე­სა­ხებ სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, უკ­რა­ი­ნა არის სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა.

"მე ში­ნა­არსზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ეს იყო და­ხუ­რუ­ლი ში­ნა­არ­სის შეხ­ვედ­რა, და­ხუ­რუ­ლი ფორ­მა­ტის შეხ­ვედ­რა, თუმ­ცა ზო­გა­დად შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ იყო მე­გობ­რუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­უ­ბა­რი, რაც შედ­გა ჩვენს შო­რის.

თა­ვად პრე­ზი­დენ­ტმა გა­მო­ხა­ტა ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა, ჩვენ მყი­სი­ე­რად და­ვუ­დას­ტუ­რეთ ჩვე­ნი მზა­ო­ბა და გა­ვი­სა­უბ­რეთ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. არ­სე­ბი­თად ეს იყო ამ სა­უბ­რის სა­გა­ნი და კი­დევ ერთხელ ვი­ტყვი, რომ იყო სა­ინ­ტე­რე­სო და ძა­ლი­ან მე­გობ­რუ­ლი სა­უ­ბა­რი.

უკ­რა­ი­ნა ჩვენ­თვის არის მე­გო­ბა­რი ქვე­ყა­ნა, ჩვენ გვაქვს ტრა­დი­ცი­უ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი მე­გობ­რო­ბა რაც აკავ­ში­რებს ჩვენს ქვეყ­ნებ­სა და ჩვენს ხალ­ხებს, ამას უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ მაქ­სი­მა­ლუ­რად და ეს იყო მათ შო­რის ის სუ­ლის­კვე­თე­ბა, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენტს გა­ვუ­ზი­ა­რე, დე­ტა­ლებ­ზე ვერ ვი­სა­უბ­რებ,"- აღ­ნიშ­ნა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×