რეზონანსი
04.05.2026

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა რამდენიმე ქვეყანასთან, კერძოდ კი სომხეთთან, საქართველოსა და სლოვაკეთთან უკრაინის ურთიერთობებში არსებული მთელი რიგი მიმართულებების განბლოკვის შესახებ.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი სომხეთში ბოლო 24 წლის განმავლობაში ამ დონის პირველი ვიზიტია, რაც, მისივე თქმით, მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია.

ერევანში ზელენსკიმ ასევე გამართა მოლაპარაკებები სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოსთან. საუბრის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამთავრობო კონსულტაციებს გამართავენ.

„ახლა დიპლომატები გადაწყვეტენ, იქნება ეს ბრატისლავა თუ კიევი. ყველა მინისტრი იქნება წარმოდგენილი, ეს მნიშვნელოვანია, იქ უკვე კონკრეტული საკითხები და თანამშრომლობა განიხილება. ეს ასევე, ვფიქრობ, კარგი სიგნალია", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ცნობილია, სამიტის კულუარებში უკრაინის პრეზიდენტი პირველად შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს.

„ასევე, დიდი ხნის განმავლობაში პირველად, ჩვენ პირისპირ ვესაუბრეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მიმაჩნია, რომ ესეც სწორია", - ასე გამოეხმაურა ზელენსკი აღნიშნულ შეხვედრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×