
ბათუმში ახალგაზრდა აკაცი 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაცია გუშინ ორგანიზაცია "ალტერნატივამ" სოციალურ ქსელში გაავრცელა. არსებული ინფრომაციით, დაღუპულია არქიტექტორი მინდია ტუნაძე. იგი ბანკეტზე იმყოფებოდა და სწორედ იქ დატრიალდა ტრაგედია.
მინდია ტუნაძეს ახლობლები სოციალურ ქსელში ემოციურად ემშვიდობებიან:
"ბათუმში 43-ე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა საუკეთესო ახალგაზრდა...
შეუფასებელი ბიჭი დავკარგეთ, აუღწერელი ტკივილი ხარ, ბანკეტი შენი ბოლო შეკრება აღმოჩნდა...
არქიტექტორი ბიჭი იყო, ბანკეტი ჰქონდათ...
თანაკლასელებს შეხვედრა ჰქონდათ და დამთავრების შემდეგ...
კეთილშობილი,ზრდილი, უსაშველოდ მორიდებული... ბევრი საქებარის თქმა შემიძლია მინდიაზე. ბიჭი, რომელიც დააკლდება არა მარტო ნასაკირალს. კარგი ბიჭი, რომელმაც ყველას დაწყვიტა გული. ბავშვობიდან მოყოლებული მოკრძალებულ ღიმილიანი მახსოვხარ და ასეთად დარჩები - ბიჭი სიკეთე და ბიჭი თავაზიანობა. მშვიდი სასუფეველი მოგცეს...
ვიზიარებ, ძალიან მეწყინა ჩვენი ნასაკირალის მწუხარება ხარ...
ნეტავი არ მოსწრებოდენ შენი მშობლები შენს სიკვდილს მინდია, ეს ის მომენტია, როდესაც ვერაფერს ეუბნები დედას, მამას, და-ძმებს სანუგეშოს. ღმერთმა მისცენ გამძლეობა, რომ ამ ტკივილს გაუძლონ...“ - წერენ სოციალურ ქსელში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე