რეზონანსი
05.05.2026

ეკა კა­ხი­ა­ნის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი, ქეთო თო­ფუ­რი­ძე, 27 წლის გახ­და. ამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მან მე­გობ­რებ­თან და ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ევ­რო­პის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ სა­ნა­პი­რო­ებს მი­ა­შუ­რა.

დღე­სას­წა­უ­ლი რამ­დე­ნი­მე დღე გაგ­რძელ­და. და­ბა­დე­ბის დღე 1-ელ მა­ისს და­ი­წყო და, რო­გორც ჩანს, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შეკ­რე­ბი­ლე­ბის­თვის და­უ­ვი­წყარ თავ­გა­და­სავ­ლად იქცა. ქე­თომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­უ­რი პოს­ტი გა­ავ­რცე­ლა: „27, თავს იმა­ზე უკეთ ვგრძნობ, ვიდ­რე ოდეს­მე. მად­ლო­ბა ყვე­ლას კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვის... და ჩემს სა­ო­ცარ მე­გობ­რებს ცხოვ­რე­ბა­ში სა­უ­კე­თე­სო დრო­ის­თვის“.

ქე­თოს გვერ­დით იყ­ვნენ მისი დები - მომ­ღე­რა­ლი ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლი და ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძე. გო­გო­ნე­ბის კომ­პა­ნი­ა­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბო­და ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი და ტე­ლე­სა­ხე სა­ლო­მე ღვი­ნი­აშ­ვი­ლი.

მე­გობ­რებ­მა დრო მო­ნა­კო­სა და კა­ნის ულა­მა­ზეს ხე­დებს შო­რის გა­ა­ტა­რეს. იუ­ბი­ლა­რი და მისი სტუმ­რე­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ - ელე­გან­ტუ­რი სა­ღა­მოს კა­ბე­ბი, ვახ­შა­მი პრეს­ტი­ჟულ Hotel de Paris-თან და მზი­ა­ნი დღე­ე­ბი სა­ნა­პი­რო­ზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×