
მომღერალ სალომე ბაკურაძისა და რესტორან „ქვევრის“ გარდაცვლილი მფლობელის, ლაშა ბასლანძის შვილი სანტი 10 წლის გახდა. სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ იუბილარს დაბადების დღე ოჯახურ გარემოში აღუნიშნეს.
სანტიმ სადღესასწაულო ტორტის სანთლები დასთან, ელენე ბასლანძესთან ერთად ჩააქრო. იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს:
„ყველაზე მაგარ კაცს ვულოცავ დაბადების დღეს!“
„სანტი, გაგიმარჯოს, მუდამ ბედნიერი იყავი...“
„სულ წარმატებული დღეები გქონდეს“, - წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, რომ რესტორან „ქვევრის“ მფლობელი, 40 წლის ლაშა ბასლანძე 2025 წლის ნოემბერში გარდაიცვალა. ლაშა ბასლანძესა და სალომე ბაკურაძეს ერთი საერთო შვილი ჰყავთ, ელენე კი ლაშას უფროსი ქალიშვილია პირველი ქორწინებიდან.
დაიჯესტი
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე