რეზონანსი
05.05.2026

"ციხეში ვზივარ აღქმების გამო" - ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილისა და მურთაზ ზოდელავას პროცესზე ხაბეიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, 9 თვეა, რაც პროცესი მიმდინარეობს მის წინააღმდეგ და ამ დროის განმავლობაში 9 წინადადება არ მოუსმენია მის წინააღმდეგ. 

სხდომაზე ლევან ხაბეიშვილმა იკითხა მსოფლიოში თუ არსებობდა ერთი პრეცედენტი მაინც, სადაც პოლიტიკოსი მხოლოდ და მხოლოდ განცხადების გამო დააკავეს. 

პროცესი არა არის სამართლიანი, მე არ ვუყურებ ამას სამართლებრივ ჭრილში და დადასტურდა ამ სასამართლო სხდომაზე... მაისი არის მეცხრე თვე და ამ ცხრა თვის განმავლობაში ცხრა წინადადება არ გვინახავს  ხაბეიშვილის წინააღმდეგ. ჩემ საქმესთან დაკავშრებით პროკურორს სამე არ წარმოუჩენია, 2 კვირაში საქმე მორჩა, მოწმეები რომლებიც ჰყავდა ისინიც ფაქტობრივად სამიდან ორი არც მოვიდა. სასამართლო პროცესი მივიდა მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებამდე. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩემი მბრალდებელი ყოფილა გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, თეა ადეიშვილი, დიანა ტრაპაიძე.

ერთი პრეცედენტი თუ არსებობს, თუნდაც მსოფლიოში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ განცხადებების გამო არის პოლიტიკოსი დაკავებული. მაკრონი დასაჭერი ყოფილა, გუშინ თქვა, რომ მსოფლიოში ფაშინიანმა მოახდინა რევოლუცია. ვკითხოთ ოცნების მომხრეებს [რატომ ვარ დაჭერილი]. 

ჩემ საქმეზე მოწმე არ არსებობს, ჩემ საქმეზე გამოძახებული, დანიშნული მოწმე. საბოლოო ჯამში საქმე იქამდე მივიდა, რომ სუს-მა დამიჭირა, მდინარაძემ, გამოყო ვიღაცა გდდ-ს უფროსმა მოწმე და ესეც თანამშრომელი აღმოჩნდა.

ციხეში ვზივარ აღქმების გამო. თურმე კინწისკვრა ყოფილა ძალადობა. დედა ვუტიროთ ნიშნავს, რომ ვინმეს დედასთან უნდა მივიდე და ვატირო?

17 აპრილს დავილაპარაკე პირველად ჩემ სხდომაზე და 5 მაისს აგერ პროკურორმა თქვა არაფერი აღარ მაქვსო. ვდარდობ იმიტომ, რომ კიდევ ასობით პატიმარია დილეგში... 

იცით რას ფიქრობს ხალხი? - თუ იმას ასე ექცევიან პოლიტიკოსია, პარლამენტის წევრი იყო, ოპოზიციონერი, იმას რომ ასე ექცევიან, უბრალო მოქალაქე სად იპოვის სამართალს ამ ქვეყანაში.

ლაპარაკი გვაქვს აკრძალული. გამოჩნდება ვიღაცა ახალი ლიდერი, რომ ამბობენ, ვინ გამოჩნდება, ვინც დაილაპარაკებს დაიჭერენ.

რაღაცას მომისჯიან, მიუხედავად იმისა რომ არ ვიცი როგორ უნდა დაიწეროს სამართლებრივად. რა უნდა დაწეროს - არ იმოქმედა არაფერი, ილაპარაკა ინგა გრიგოლიასთან," - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×