რეზონანსი
05.05.2026

"ევროპულ სკოლაში" მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, მარიამ კუკუნაშვილის პოსტს "ევროპული სკოლა" განცხადებით პასუხობს.

"ევროპული სკოლისთვის უმთავრესი პრიორიტეტია თითოეული მოსწავლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც მკაცრად არის დაცული ურთიერთპატივისცემის პრინციპები და არ არსებობს არანაირი სახის ძალადობის, ჩაგვრისა თუ არაეთიკური ქცევისადმი ტოლერანტობა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს, გამოვეხმაუროთ პირად სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებას და დავაზუსტოთ, რომ რამდენიმე დღის წინ სკოლაში მომხდარი ფაქტისას ადგილი არ ჰქონია მიზანმიმართულ ძალადობას.

სკოლის ადმინისტრაციამ ინფორმაციის მიღებისთანავე მყისიერად და სრულად აამოქმედა შესაბამისი რეაგირების მექანიზმები. დაუყოვნებლივ გაიმართა შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. ამასთან, პროცესში აქტიურად არის ჩართული ფსიქოლოგიური სამსახური. ევროპული სკოლა იცავს თითოეული არასრულწლოვნის უფლებებსა და პერსონალურ მონაცემებს.

შესაბამისად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, დამატებითი დეტალების საჯაროდ განხილვისგან თავს ვიკავებთ. ჩვენ ვრჩებით მუდმივ კომუნიკაციაში მშობლებთან, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა სკოლა მუდმივად იყოს ყველაზე უსაფრთხო, დაცული და განვითარებაზე ორიენტირებული სივრცე ჩვენი მოსწავლეებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, სუ­რო­გა­ცი­ის ცენ­ტრის NEW LIFE-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლმა მა­რი­ამ კუ­კუ­ნაშ­ვი­ლმა "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი შვილების მონაწილეობით "ევროპულ სკოლაში" შემზარავი დანაშაული მოხდა. 11 ბიჭი შევიდა საპირფარეშოში. გააკეთეს დერეფანი და იქ ერთი ბავშვი გაატარეს, რომელსაც ყველა ურტყამდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×