მარიამ ვეკუა
05.05.2026

ერევანი ევროკავშირი-სომხეთის ისტორიულ, პირველ ორმხრივ სამიტს მასპინძლობს, რომელსაც ბრიუსელის უმაღლესი წარმომადგენლობა ესწრება. პარალელურად, ბაქოში ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი რეგიონული უსაფრთხოებისა და ენერგოპარტნიორობის საკითხებს განიხილავს

ევროკავშირ-სომხეთის სამიტი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტს მოჰყვა, სადაც დასასწრებადაც 40-ზე მეტი ევროპელი ლიდერი ჩავიდა, მათ შორის ქართული დელეგაციაც.

საინტერესოა, რომ ამ ღნისძიებების ფარგლებში საფრანგეთმა და სომხეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

სამიტზე სიტყვით გამოსვლისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგოუსაფრთხოებაში სამხრეთ კავკასიის როლზე ისაუბრა და განაცხადა, რომ სომხეთი კასპიის ზღვასა და ცენტრალური აზიისკენ უმოკლეს გზას უზრუნველყოფს. ურსულა ფონ დერ ლაიენის მტკიცებით, თავის მხრივ, ევროპა მზადაა, ხელი შეუწყოს, მათ შორის ფიზიკურად, სატრანსპორტო და ენერგეტიკულ კავშირებს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა კი აღნიშნა, რომ ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი აირჩიონ. ანტონიუ კოშტას თქმით, სომხეთი მშვიდობისა და დემოკრატიის ახალ ეპოქაში შევიდა, რაც ხელსაყრელ გარემოს ქმნის განვითარებისთვის, მათ შორის, ორმხრივი ურთიერთობებისთვი

  • მაკრონი: „საზღვრები უნდა გაიხსნას, ყველა საზღვარი სრულად უნდა გაიხსნას. ეს არის ის, რაც სრულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს და სამხრეთ კავკასიაში"

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ერევანში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.რომ სამხრეთ კავკასია არ უნდა გადაიქცეს მეტოქე გარე ძალების სივრცედ და უნდა იყოს ევროპის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი.

დაამატა, რომ სომხეთმა გაბედული და აუცილებელი არჩევანი გააკეთა სამშვიდობო ინიციატივების წინსვლით და აზერბაიჯანთან ურთიერთობების ნორმალიზაციის მცდელობით და ამ პროცესმა ხელი შეუწყო ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური ტრაექტორიის სტაბილიზაციას.

მაკრონის მტკიცებით, ყველა რეგიონული საზღვარი ხელახლა უნდა გაიხსნას, მათ შორის სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის.

„საზღვრები უნდა გაიხსნას, ყველა საზღვარი სრულად უნდა გაიხსნას. ეს არის ის, რაც სრულ ეკონომიკურ შესაძლებლობებს გააჩენს და სამხრეთ კავკასიაში. იმპერიული კონფლიქტების ნაცვლად, მშვიდობის გზების შექმნის საშუალებას მოგვცემს."

მაკრონმა ასევე თქვა, რომ მიმდინარეობს ფართო გადასვლა უფრო წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისკენ და რომ მდგრადი მშვიდობის მიღწევა მხოლოდ საერთაშორისო სამართლისა და თანამშრომლობით არის შესაძლებელი და არა ძალის პოლიტიკით.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა კი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადაk, რომ ევროკავშირს, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას შორის კავშირების განმტკიცება ევროპის საერთო სტრატეგიულ ინტერესებში შედის

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესში პროგრესი ისტორიულ შესაძლებლობას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია ამ იმპულსის შენარჩუნება. ევროკავშირს ამის მხარდასაჭერად მრავალი ინსტრუმენტი აქვს, ნდობის აღდგენის ღონისძიებებიდან დაწყებული ნაღმების წინააღმდეგ მოქმედებით დამთავრებული, რომელშიც ჩვენ ისედაც ყველაზე დიდი დონორი ვართ", - აღნიშნა კაია კალასმა.

​თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს სურს ევროკავშირთან პარტნიორობის შემდგომი გაძლიერება პრაქტიკული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის გზით.

კაია კალასთან შეხვედრას ბაირამოვმა პროდუქტიული უწოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×