
ექიმი ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში მეუფე ზენონის მიერ, "TV პირველის" ეთერში გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც მან განაცხადა, რომ "მეუფე შიო საშიშია პატრიარქად საქართველოს ეკლესიისთვის".
"ვერ ვხვდები, თუ მეუფე ზენონს ჭეშმარიტად წამს ღმერთის, რატომ ღელავს? მორწმუნეთათვის ყველაფერი უფლის ნებით ხდება, ამიტომ პატრიარქი უფლის ნებით აირჩევა და თუ არ წამს, საერთოდ რატომ ანაღვლებს მაშინ, თუ ვინ იქნება პატრიარქი იმის მაგივრად, ილოცოს და ღმერთს ავედროს თავისი სურვილები, ტვ-ში სეკულარულად წუწუნებს.
P.S. ნებისმიერი პატრიარქი, ვისაც აირჩევენ, ჩემთვის უფლის ნების აღსრულება იქნება," - წერს ნინო ნადირაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე