
„ის, რომ მეუფე ზენონის განცხადებას ავრცელებენ მედია-საშუალებები, ოპოზიციური არხები და, ზოგადად, ჩვენი ოპოზიციის რადიკალური წევრები, იმას ნიშნავს და იმაზე მეტყველებს, რომ მათთვის მოსაწონი კანდიდატი ვერ იქნება პატრიარქი“, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.
ირაკლი ჭეიშვილი ანტიეკლესიური ძალების გააქტიურებაზე და საპატრიარქოს წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე საუბრობს.
„მეუფე ზენონის განცხადება არის მათთვის მისაღები, იმიტომ, რომ ის დაუპირისპირდება მეუფე შიოს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაუპირისპირდება მეუფე შიოს და მათთვის მიუღებელ კანდიდატურას, ეს არის მათთვის მისაღები ენა. შესაბამისად, მოხდება ამის გავრცელება, აფიშირება და მხარდაჭერაც“, - აღნიშნა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჭეიშვილმა.