რეზონანსი
06.05.2026

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი „პოზიტიურ“ დონემდე გააუმჯობესა, ხოლო გრძელვადიანი დეფოლტის რეიტინგი (IDR) „B+“-ზე დაადასტურა. რეიტინგის ცვლილება უკავშირდება ბაზისბანკის მიერ ლიბერთის აქციების 95.99%-იანი წილის წარმატებულ შეძენას.

Fitch Ratings-ის განმარტებით, ბაზისბანკის მიერ ლიბერთის შესყიდვა ორჯერ მეტად ზრდის ბანკის ზომას და მას სექტორში სიდიდით მესამე უმსხვილეს ბანკად აყალიბებს. „პოზიტიური“ პროგნოზი ასახავს Fitch-ის მოლოდინს, რომ აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გაზრდის გაერთიანებული ჯგუფის ბიზნესის მასშტაბებს, გააძლიერებს კონკურენციას და დივერსიფიკაციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე.

„Fitch-ის მიერ ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზის „პოზიტიურ“ დონემდე გაზრდა არის მნიშვნელოვანი აღიარება იმ სტრატეგიული ნაბიჯისა, რომელიც ლიბერთის შესყიდვით გადავდგით. ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ჩვენი ერთობა ქმნის მძლავრ, დივერსიფიცირებულ და მაღალკონკურენტულ ფინანსურ ინსტიტუტს“, - აღნიშნა Fitch-ის მიერ რეიტინგის პროგნოზის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, ბაზისბანკისა და ლიბერთის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×