რეზონანსი
06.05.2026

საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, - წერს ანალიტიკოსი, ნიკოლოზ მეტრეველი, მეუფე ზენონ იარაჯულის მიერ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებების შესახებ.

როგორც მეტრეველი აღნიშნავს, მსგავსი განცხადებები ეხმიანება იმ ნარატივებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სტაბილურობის შერყევისა და მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენ, ხოლო, მეუფე ზენონმა, ან უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 

"მეუფე ზენონის ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არის უკიდურესად ცრუ და საზოგადოებისთვის საზიანო.

განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც ასეთი დეზინფორმაცია მოდის სასულიერო პირისგან, რომლის სიტყვაც საზოგადოებაში წესით ნდობას უნდა იმსახურებდეს. მსგავსი განცხადებები ობიექტურად ეხმიანება იმ ნარატივებს, რომლებიც მიმართულია საქართველოს სტაბილურობის შერყევისა და მისი საერთაშორისო იმიჯის დაზიანებისკენ.

საზოგადოებას აქვს სრული უფლება იცოდეს კონკრეტულად რა ფაქტებზე დაყრდნობით კეთდება ასეთი მძიმე განცხადებები. თუ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მაშინ ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს რიტორიკა ემსახურება სხვა, საზოგადოებისთვის უცნობ ინტერესებს. მეუფე ზენონმა, ან წარმოადგინოს მტკიცებულებები, ან შეწყვიტოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 

და ბოლოს: დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან აუცილებლად დადგინდება, როგორც ამ განცხადებების რეალური საფუძვლების, ისე იმ მოტივების შესახებ, რაც მის უკან დგას. ერსაც და ბერსაც სჭირდება სიცხადე, და ეს სიცხადე აუცილებლად მოვა…" - წერს ნიკოლოზ მეტრეველი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×