რეზონანსი
06.05.2026

სამოქალაქო აქტივისტი თეონა ფანქველაშვილი „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის 26 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაჟღერებულ სხვადასხვა კრიტიკულ მოსაზრებას ეხმიანება.

„რას ემსახურებოდა ეს მიმართვა? ძალიან კარგად იცი, რა რეაქციაც მოჰყვებოდა. ეს უფრო ჰგავს წინასწარ გათვლილ სცენარს: ჯერ ხმაური, მერე „ვერ შევძელი“-ს პოზა და ბოლოს მცდელობა, პასუხისმგებლობა სხვებს გადააბარო. მაგრამ ასე არ მუშაობს. პოლიტიკა არ არის ადგილი, სადაც მარცხს სპექტაკლად აქცევ და მერე საზოგადოებას ადანაშაულებ. თუ ვერ შეძელი, თქვი, აღიარე და წადი. ღირსეულად. სხვა ყველაფერი უბრალოდ პასუხისმგებლობისგან გაქცევაა, რომელიც არ გაგაჩნია სამწუხაროდ და არა მხოლოდ შენ, მთლიანად ალიანსს, რადგან თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დღეს ეს ქვეყანა ამ დღეში ყოფილიყო და ეს თქვენი დამსახურებაა“, - წერს ფანქველაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×