ნატალია ჯვარიძე
06.05.2026

გერმანია დაჩქარებულ მილიტარიზაციას ახორციელებს და რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის ემზადება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბერლინში რუსეთის ელჩმა სერგეი ნეჩაევმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანია უარყოფს, რომ უკრაინაში შეიარაღებულ კონფლიქტში ჩართულ ქვეყნად იქცა.

„ნიშანდობლივია, რომ უარყოფს რა, რომ უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტის ქვეყნად იქცა, გერმანია, ყველა მინიშნებით, რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებისთვის მომზადების კურსს მისდევს, რაც ქვეყნის დაჩქარებულ მილიტარიზაციას, ბუნდესვერის გაფართოებას და სამხედრო სექტორის საბიუჯეტო და ნასესხები სახსრებით გაჯერებას ითვალისწინებს", - აღნიშნა ელჩმა.

მანამდე, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ რუსეთს გერმანიისა და ევროპის უსაფრთხოების მთავარ საფრთხედ მიიჩნევს . მან აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა თავის არმიას 460 000 ჯარისკაცამდე გაზრდის.

ამასთან, ნეჩაევმა განაცხადა, რომ მოსკოვი აქტიურად აცნობებს გერმანიის ხელმძღვანელობას და საზოგადოებას შეიარაღების გაზრდის საფრთხეების შესახებ.

სავარაუდო სამხედრო დაპირისპირებაზე საუბრობს კვიპროსელი ჟურნალისტი, ალექსანდრე ქრისტოფორუ. მისივე თქმით, კანცლერი ფრიდრიხ მერცი რუსეთთან შეიარაღებული დაპირისპირებისთვის ემზადება. გარდა ამისა, რუსულ მედიაში წერენ, რომ გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პროგრამებს აუმჯობესებს.

მაგალითად, ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი კიევისთვის მასშტაბური, შორი მოქმედების დრონებით უზრუნველყოფაზეა ორიენტირებული. ასევე, გერმანიამ დაამტკიცა სამხედრო სტრატეგიის ახალი ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს 2039 წლისთვის ევროპაში ყველაზე ძლიერი არმიის შექმნას. დოკუმენტში რუსეთი „მთავარ საფრთხედ" არის მოხსენიებული.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ გერმანიამ, თავის მილიტარისტულ სიგიჟეში, დაივიწყა ტრაგედია, რომელიც მის წინა მცდელობებს მოჰყვა, გამხდარიყო „ევროპის მთავარი სამხედრო ძალა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×