
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანში საბრძოლო მოქმედებები არ დასრულებულა და ყველა სამიზნის გასანადგურებლად, შეერთებულ შტატებს მისი გაგრძელება კიდევ ორი კვირა შეუძლია. ამის შესახებ ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტრამპს ჰკითხეს, დასრულდა თუ არა ირანში საბრძოლო მოქმედებები, რაზეც მან უპასუხა: "არა, მე ეს არ მითქვამს".
როგორც abcnews-ი განმარტავს, პრეზიდენტის გრაფიკის გათვალისწინებით, ტრამპის კომენტარები დაახლოებით 15:00 საათზე ჩაიწერა, როდესაც სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო, თეთრი სახლის ტრიბუნიდან სრულიად საპირისპიროს ამბობდა.
რუბიომ განაცხადა, რომ ოპერაცია "ეპიკური მრისხანება" დასრულებული იყო და აშშ-მა ამ ოპერაციის მიზნებს მიაღწია.
ცნობისთვის, გასულ კვირას, ტრამპმა კონგრესს წერილი გაუგზავნა, სადაც აცხადებდა, რომ "2026 წლის 28 თებერვალს დაწყებული საომარი მოქმედებები შეწყდა", რასაც რუბიო სამხედრო ოპერაციის დასრულებაზე საუბრისას ეყრდნობოდა.