
წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს.
„გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვითი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... ნეტა არ გამეცანი ბიჭო, შოთო სიხარულიძეს ასე ძლიერად არ ეტკინებოდა გული.
სიყვარულის, გვერდში დგომის და რა კარგი სიტყვაც მომხვდება პირზე ყველაფრის დაწერა შემიძლია, მარტო იმიტომ, რომ ასეთი იყო.
თანაგიგრძნობთ ყველას, ვინც იცნობდით თუ არ იცნობდით ამ სიყვარულის კაცის აღარ ყოფნას.
როგორ გვატკინე გული ყველას, საუკეთესო ადამიანი იყავი... მშვიდად განისვენე იქ, სადაც მართალი განისვენებენ“, - წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.
ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალების მიზეზი უცნობია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე