რეზონანსი
07.05.2026

მკვლე­ლო­ბა მოხ­და გურ­ჯა­ა­ნის, სო­ფელ კარ­დე­ნახ­ში. 36 წლის არ­სენ მარ­ტაშ­ვილს სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მა­მა­კა­ცი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობ­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე თვეა დაბ­რუნ­და. მისი ცხე­და­რი სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ ვე­ნახ­ში იპო­ვეს. მას პირ­ვე­ლა­დი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბით ჭრი­ლო­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით აქვს მი­ყე­ნე­ბუ­ლი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მომ­ხდა­რი შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­წყე­ბულ კონ­ფლიქტს უკავ­შირ­დე­ბო­დეს. ერთ-ერთ ვერ­სი­ით, არ­სენ მარ­ტაშ­ვილ­სა და სხვა სოფ­ლის მა­ცხოვ­რებ­ლებ­თან კონ­ფლიქ­ტი მან­ქა­ნის სიჩ­ქა­რე­სა და გა­დას­წრე­ბა­ზე და­ი­წყო, რის შემ­დე­გაც მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად შეხ­ვდნენ. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს კი არ­სენ მარ­ტაშ­ვილს გუ­ლის არე­ში ეს­რო­ლეს. ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მას მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბმა "ამბებს" განუცხადეს, რომ მოკ­ლუ­ლი არ­სენს მარ­ტაშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და ავ­ტო­მო­ბილ­ში, რა დრო­საც სწრა­ფად მოძ­რა­ობ­და სხვა მან­ქა­ნა და მარ­ტაშ­ვილ­მა შე­ნიშ­ვნა მის­ცა.

"კონ­ფლიქ­ტი სწო­რედ ამ მი­ზე­ზით და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი 36 წლის მა­მა­კა­ცი სახ­ლი­დან გა­იყ­ვა­ნეს საქ­მის გარ­ჩე­ვა გაგ­რძელ­და. და­პი­რის­პი­რე­ბის დროს მარ­ტაშ­ვილს ჭრი­ლო­ბა გუ­ლის არე­ში აქვს მოხ­ვედ­რი­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ ის 5 მა­ისს უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო და მის ცხე­და­რი 6-ში იპო­ვეს სოფ­ლის მიმ­დე­ბა­რედ. ეს ვერ­სია გვაქვს სო­ფელ­ში. სხვა ვერ­სიაზე ამ ეტაპ­ზე არა­ვინ სა­უბ­რობს" - ამ­ბო­ბენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×