რეზონანსი
07.05.2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იტალიაში ჩავიდა, სადაც რომის პაპს, ლეო XIV -ს შეხვდება.

შემდეგ მარკო რუბიო მოლაპარაკებებს ვატიკანის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთან გამართავს.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ თვეში იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი საჯაროდ გააკრიტიკა, მისივე კრიტიკის ობიექტი გახდა რომის პაპიც.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „რომის პაპი დანაშაულის წინააღმდეგ სუსტი, საგარეო პოლიტიკაში კი – საშინელია“. მისივე თქმით, არ სურს პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებს. საპასუხოდ რომის პაპმა თქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის არ ეშინია და ომის წინააღმდეგ აქტიურ გამოსვლებს გააგრძელებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×