რეზონანსი
07.05.2026

გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორის განცხადებით, დღეს სასამართლოს წინაშე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი - ნია იმნაძე გამოიკითხება. ქეთევან სონიძის თქმით, იმნაძეს სხდომაზე იძულების გზით მიიყვანს პოლიცია.

"ჯიუტად არიდებდა თავს სასამართლოში ნებაყოფლობით მოსვლას, რის გამოც შესაბამისად, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე მის იძულებით მოყვანასთან დაკავშირებით, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. დღეს არის სწორედ ის სხდომა, როდესაც ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა", - აცხადებს პროკურორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×