
სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას. ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა,- წერს ყოფილი პოლიტპატიმარი, გიორგი ზერეკიძე 2024 წლის აქციებზე გამოვლენილი ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით რამდენიმე პირის, მათ შორის ერთ-ერთი მოქმედი სპეცრაზმელის დაკავებაზე.
გიორგი ზერეკიძის განცხადებით, “ნაციონალურმა მოძრაობამ” სცადა ჩატარებული საგამოძიებო სამუშაოების შედეგის მისაკუთრება და აღნიშნულს აფასებს, როგორც - “სხვისი შედეგის საკუთარ თავზე გაფორმება”.
“სასაცილოა უბრალოდ, რა იაფფასიან ტრიუკებზე გადავიდა ნაცების მედია და როგორ ცდილობენ სხვისი გაკეთებული საქმის მითვისებას.
ყველამ ძალიან კარგად მოვისმინეთ, მამუკა მდინარაძემ რა განაცხადა ახალ პოზიციაზე წარდგენის მერე! კაცმა პირდაპირ თქვა და პირობა დადო, რომ თავისი ახალი სტატუსით ბოლომდე ჩაყვებოდა აქციებზე მომხდარ თითოეულ ინციდენტს და ძალის გადამეტების ფაქტებს. ანუ, ნათლად გაგვაგებინა, რომ ხელშეუხებელი არავინ იქნებოდა.
და ამ დროს რას აკეთებენ ნაცების პროპაგანდისტული მანქანა? როგორც კი ყური მოჰკრეს და გაიგეს, რომ გამოძიება უკვე დასრულებულია და დამნაშავეებს აკავებდნენ, სასწრაფოდ, დაკავებამდე ზუსტად ორი დღით ადრე, დადგეს ვითომ საგამოძიებო სიუჟეტი, ვითომ თვითონ გაშიფრეს და იპოვეს ის სპეცრაზმელები.
მთელი ეს ცირკი ხომ მარტივი მიზეზით დაიდგა: იცოდნენ, რომ დაკავება გარდაუვალი იყო და უნდოდათ, მერე გამოსულიყვნენ და ეყვირათ, აი, ჩვენ ვაიძულეთ ხელისუფლება და ჩვენი სიუჟეტის გამო დაიჭირესო. სხვისი შედეგის საკუთარ თავზე გაფორმება სცადეს და გამოძიების გაბაიბურება, თითქოს ვინმეს არ უნდოდა მოძალადეების დაჭერა და მათ აიძულეს. თუ ვინმე უმალავს იქნებ უთხრათ ტვ პირველსაც და ტვ ფორმულასაც რომ მათ ტელევიზიებს საქართველოს მოსახლეობის 5% არ უყურებს და გავლენის მოხდენა ხელისუფლეზე კი არა, საიდანღაც რო გამოჩნდა და გაქრა ვიღაც ოჯგბუნუჯუ, თბილისის მერობა მინდაო, მაგაზეც არ შეუძლიათ,”- წერს გიორგი ზერეკიძე.