რეზონანსი
07.05.2026

ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე,- ამის შესახებ ტელეწამყვანი, ლიზა გეგჭკორი წერს სოციალურ ქსელში რითაც ის, საქართველოს პროკურატურის მიერ 2024 წელს მიმდინარე აქციების დროს, ლევან ხაბეიშვილის, ზვიად მაისაშვილის და გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტებზე 3 ყოფილი და 1 მოქმედი სპეცრაზმელის დაკავების ფაქტს  ეხმიანება.

როგორც გეგეჭკორი აცხადებს, მას შემდეგ, რაც “ნაცების პროპაგანდამ” გაიგო, რომ გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული “გამოაცხვეს იაფფასიანი სპექტაკლი” თითქოს დამნაშავეები მათმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა აღმოაჩინეს. 

"რაც შეეხება პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგს - მოვლენების ქრონოლოგიას მივყვეთ და ვნახოთ, როგორ მუშაობს სინამდვილეში სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და როგორ უპირისპირდება მას ნაცმოძრაობის ჩვეული, იაფფასიანი ტყუილების მანქანა.

ყველას კარგად გვახსოვს 23 აპრილს მამუკა მდინარაძის პირდაპირი ეთერი TV იმედზე, სადაც მან ძალიან მკაფიო, პრინციპული და სახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. ახალი პოზიციიდან მან საზოგადოებას მისცა მყარი პირობა, რომ პირადად ჩაუღრმავდებოდა აქციებზე მომხდარი ცალკეული, ინდივიდუალური ძალადობრივი ქმედებების გამოუძიებლობის საკითხს. ფაქტობრივად, ეს იყო გარანტია, რომ სისტემაში ხელშეუხებელი არავინ დარჩებოდა და ის ძალოვნები, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, აუცილებლად აგებდნენ პასუხს კანონის წინაშე.

და რას აკეთებს ამ დროს ნაცების პროპაგანდა? კონკრეტულად კი ჯარიაშვილი, როგავა და მათნაირები?

როგორც კი თავიანთი არხებით გაიგეს, რომ გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული, დამნაშავის ვინაობა იდენტიფიცირებული იყო და დასაკავებლად ემზადებოდნენ, სასწრაფოდ და ტრადიციულად ჩართეს მითვისების მცდელობა, ოფიციალურ დაკავებამდე სულ რაღაც 2 დღით ადრე, ეთერში გამოაცხვეს იაფფასიანი სპექტაკლი, თითქოს მათმა ე.წ. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა „თავად მიაგნეს“ მოძალადე სპეცრაზმელს.

ხვდებით, ხომ, რამხელა აბსურდთან და მანიპულაციასთან გვაქვს საქმე? ეს იყო წინასწარ, მიზანმიმართულად გათვლილი ტყუილი ერთი კონკრეტული ამოცანით: როცა სახელმწიფო ამ ადამიანს დააკავებდა, პროპაგანდას უნდა ეყვირა - „აი, ჩვენ რომ ვამხილეთ და ეთერში გავუშვით, იმიტომ დაიჭირესო“. უბრალოდ სცადეს, რომ სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ურთულესი სამუშაო და კანონის აღსრულების ფაქტი საკუთარ პოლიტიკურ და მედია აქტივში ჩაეწერათ.

თუმცა, ფაქტებს და რეალობას ვერაფერს უზამენ. სიმართლე კი ის არის, რომ სახელმწიფო სისტემამ იმუშავა გამართულად და მამუკა მდინარაძემ ახალი პოზიციიდან უკვე დადო ხელშესახები, კონკრეტული შედეგი. დამნაშავე დასჯილია არა ვიღაცის შეთითხნილი სიუჟეტის გამო, არამედ იმიტომ, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, დაიცვას კანონი და არ დაუშვას გადაცდომები”,- წერს ლიზა გეგეჭკორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×