რეზონანსი
07.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

უწყების თანახმად, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით, გულმკერდის არეში დაზიანება მიაყენა მოქალაქეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“ , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ტვ პირ­ვე­ლის“ ცნო­ბით, სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა ოზურ­გეთ­ში, გვი­ან ღა­მით რეს­ტო­რან „ფო­როს­მან­ში“ მოხ­და. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლია რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძე.

„ტვ პირველისთვის“ მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გი­ორ­გი გობ­რო­ნი­ძეს, რეს­ტო­რან­ში, და­ბა­დე­ბის დღის სუფ­რა­ზე მყოფ ერთ-ერთ პირ­თან კონ­ფლიქ­ტი მო­უ­ვი­და, სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რი­ლი კი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლე­ბის გაშ­ვე­ლე­ბას ცდი­ლობ­და. წყა­რო ჰყვება, რომ 23 წლის გობ­რო­ნი­ძე, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში ორ­ჯერ, ყა­ჩა­ღო­ბის და გა­მო­ძალ­ვის ბრალ­დე­ბით არის ნა­სა­მარ­თლე­ვი, და­ზა­რა­ლე­ბულს, თან­მხლებ პირ­თან ერ­თად იმის გამო გა­უს­წორ­და, რომ მან ჩხუბ­ში გაშ­ვე­ლე­ბა სცა­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ახლა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­შია, მის კარ­თან პო­ლი­ცია მო­რი­გე­ობს, პირი კი, რო­მე­ლიც გობ­რო­ნი­ძეს ახ­ლდა, ამ დრომ­დე იძებ­ნე­ბა.

შსს „ტვ პირ­ვე­ლს“ უდას­ტუ­რებს, რომ გობ­რო­ნი­ძე და­კა­ვე­ბუ­ლია, თუმ­ცა მე­ო­რე პირ­თან და­კავ­ში­რე­ბით არა­ფერს ამ­ბობს. რაც შე­ე­ხე­ბა და­ზა­რა­ლე­ბულს, კლი­ნი­კა „მე­დალ­ფას“ დი­რექ­ტო­რის, და­ვით მდი­ნა­რა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა“, - ვკი­თხუ­ლობთ „ტვ პირ­ვე­ლის“ ვებ-გ­ვერ­დზე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×