
რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ, რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს მონტენეგროში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, რას ფიქრობს „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მოსაზრებაზე, რომ ინიციირებული ცვლილებები, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას ეხება, შეუსაბამოა კანონიერების პრინციპებთან და როცა ეს ხდება მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელების დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, პაპუაშვილმა უპასუხა:
„ეკა გიგაურმა და „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ წერონ ესტონეთის მთავრობაზე. ის არის ესტონეთში რეგისტრირებული და დიდი ალბათობით, ესტონეთისგან დაფინანსებული ადამიანია, რომელიც თანხას იღებს უცხოეთიდან იმისთვის, რომ დააზიანოს საქართველო. საქართველოსთან დაკავშირებით მისი აზრები უინტერესოა, ვინაიდან ცნობილია, რომ ეს [ორგანიზაციის საქმიანობა] არის უცხოური დაკვეთა ქვეყნის დასაზიანებლად. ეს სინამდვილეში გვიადვილებს ბევრ საქმეს, რამდენჯერაც ვნახავთ ეკა გიგაურის მოსაზრებებს, იმდენჯერ უნდა მივხვდეთ რა მავნებლობა აქვს ჩაფიქრებული რომელიღაც უცხოელს, ვინაიდან გამჟღავნებული რუპორები არიან“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.