რეზონანსი
08.05.2026

დიდი ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს, რომლის ლიდერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჯია. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

წინასწარი შედეგების თანახმად, ფარაჯის პარტიას ადგილობრივ საბჭოებში 398 ადგილი აქვს, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს „კონსერვატორები“ და მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის „ლეიბორისტული“ პარტია იყოფენ. „კონსერვატორებს“ 256 ადგილი აქვთ, „ლეიბორისტებს“ - 253. მეოთხე ადგილზეა ლიბერალ-დემოკრატიული პარტია - 249 ადგილით.

„გაერთიანებული სამეფოს რეფორმის“ ლიდერი, ნაიჯელ ფარაჯი აცხადებს, რომ მისი პარტიის შედეგები „ბრიტანული პოლიტიკის ჭეშმარიტად ისტორიულ ცვლილებას“ წარმოადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×