რეზონანსი
08.05.2026

მკვლელობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. მან საპატიმრო რამდენიმე თვის წინ დატოვა.

31 წლის დავით წოწოკოლაურს ავტოსადგომთან ჯერ ჩაუსაფრდნენ, შემდეგ კი დანით მოკლეს. თბილისში, შარტავას ქუჩა დღეს საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი იყო. სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება სათვალთვალო კამერების ჩანაწერების დახმარებით მოხდა.

დაკავებულია ლუკა ლალიაშვილი. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის მოტივად მსხვერპლთან წარსულში არსებული კონფლიქტი სახელდება.

თვითმხილველების ინფორმაციით, ადგილზე სხვა ადამიანებიც იყვნენ, რომლებმაც სავარაუდოდ გაქცევა მოახერხეს.

წყარო: ტვ პირველი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×