რეზონანსი
09.05.2026

პოლონეთი მზად არის, დამატებითი ამერიკული სამხედრო კონტინგენტი მიიღოს, - ამის შესახებ პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში წერს.

„პოლონეთი მზადაა მიიღოს დამატებითი ამერიკული ჯარები ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად და ევროპის კიდევ უფრო საიმედო დასაცავად. პოლონეთ-ამერიკის კავშირი ჩვენი უსაფრთხოების ქვაკუთხედია“, - წერს ოსინიაკ-კამიში სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც გერმანიას დატოვებენ, შესაძლოა, პოლონეთში გაემგზავრონ. ამას წინ უძღვოდა გერმანიაში დისლოცირებული ამერიკელი სამხედროების გაყვანის გადაწყვეტილება. პენტაგონის ინფორმაციით, გერმანიას 5 000 ამერიკელი სამხედრო დატოვებს. ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ ამერიკელი ჯარისკაცების ნაწილი გაიყვანონ იტალიიდან და ესპანეთიდანაც. მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკმაყოფილოა ნატო-ს მოკავშირეების გადაწყვეტილებით, არ დაეხმარონ აშშ-ს ირანთან ომში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×