რეზონანსი
09.05.2026

აი ასეთი ე.წ. მამაოები გამოდიან მეუფე შიოს წინააღმდეგ. რომლებიც მთელი მათი "მსახურების" მანძილზე ლახავდნენ და ლახავენ ქართული ეკლესიის სახელს, - წერს გიორგი გამსახურდია და 2021 წლის 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, სასულიერო პირის, სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც შეკრებილებს ძალადობისკენ მოუწოდებს.

გამსახურდიას განცხადებით, სპირიდონ ცქიფურიშვილმა ვერ მოიპოვა ფინანსები ვერც საპატრიარქოში და ვერც "ქართულ ოცნებაში", შედეგად, რუსეთუმეებს მიეკედლა, ხოლო ახლა, "ნაცმოძრაობის" მედია აპიარებს მას.

"სპირიდონ ცქიფურიშვილი, რომელმაც ვერ მოიპოვა ფინანსები, ერთ-ერთ ეპარქიაში,მერე საპატრიარქოში და ვერც ქართულ ოცნებაში, ჯერ ჩვენ ზოგიერთ გამყიდველს, მერე ალტ-ინფოს და სხვა რუსეთუმეებს მიეკედლა. ახლა კიდევ, ჰოი საოცრებავ, ჩვენი ე.წ. პრო-დასავლური და სინამდვილეში რუსების მოთრეული ნაცების მედიაარხები აპიარებენ მას. უსმინეთ ეს ნაძირალა რას იძახის, ამის მოწოდების მერე დაიწყო ძალადობრივი აქცია, რომელმაც ქვეყანას, უდიდესი ზიანი მიაყენა," - წერს გამსახურდია სოციალურ ქსელში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×