
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „დღის ქრონიკაში“.
მისი თქმით, რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან.
„ჩვენმა პატრიარქმა სიცოცხლეშივე მოსაყდრედ დაასახელა მეუფე შიო. თავდასხმა მეუფე შიოზე დაიწყო ზუსტად იმ პერიოდიდან. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, მდიდარი „ენჯეოები“ ზუსტად იმ პერიოდიდან იწყებენ კამპანიას, თითქოს მეუფე შიო რუსეთის თამაშს თამაშობს. ეს ხომ ახალი არაა, რომ ვინც ვერ ჯდება მათ დღის წესრიგში, რუსეთის იარლიყი უნდა მიაწებონ?! ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პატრიარქის არჩევა ისე მოხდება, ისე ღირსეულად ჩაივლის, როგორც ჩვენს პატრიარქს შეეფერებოდა, თუმცა რადიკალები გრძნობენ, რომ შეიძლება მეუფე შიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.
მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, 11 მაისს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.