რეზონანსი
09.05.2026

ძალიან კარგია, რომ ჯაშუში გამოვლინდა. ჯაშუშს ეროვნება არ აქვს და ძალიან საწყენია, რომ ამაში საქართველოს მოქალაქე რაღაცის ნაცვლად არის ჩართული, - განაცხადა ანალიტიკოსმა გიორგი ქაჯაიამ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი უძილაურის საქმეზე საუბრისას გადაცემაში „დღის ქრონიკა“.

ანალიტიკოსმა ეფექტიანი მუშაობისთვის სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ ვიხილეთ, რომ ჯაშუშობაში ჩართული ადამიანი იყო ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის ჯაშუში, იმ ქვეყნის, რომელ ქვეყანასთანაც ჩვენ გვსურს სტრატეგიული ურთიერთობა. მე ქვეყანა არ ვიცი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ძალოვანი უწყების თანამშრომლებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, არ შემიძლია მადლობა არ გადავუხადო ეფექტური მუშაობისთვის მამუკა მდინარაძეს, მის დროს დაწყებული საქმეა ბევრი ის, რასაც დღეს ხორცი შეესხა და დიდი მადლობა მას“, - აღნიშნა გიორგი ქაჯაიამ.

სასამართლომ ჯაშუშობისთვის დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. უძილაური ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×