რეზონანსი
09.05.2026

ალბათ ერთ-ერთ პირველ შეცდომას დავარქმევდი სრულიად გაუაზრებელ ტემპს პრივატიზაციისას, რომელიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და რამაც შედეგად მოიტანა ის, რომ სახელმწიფო არანორმალურად დიდად არის დამოკიდებული კერძო სექტორის გავლენაზე, კომერციულ ინტერესზე, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრის განმარტებით, ამან წარმოშვა ისეთი დილემები, როგორიც არის კომერციული ინტერესების დომინირების მცდელობა.

“ამან ძალიან მძლავრად წარმოშვა ისეთი დილემები, რომლებიც გარკვეულ ეტაპზე უკავშირდება ისეთ საკითხებს, რომ არის კომერციული ინტერესების დომინირების მცდელობა პაციენტის, ჯანდაცვის საჯარო ინტერესთან მიმართებაში. ამისთვის არსებობს სახელმწიფო, რომ ამის შესაძლებობა არც ერთ შემთხვევაში არ გააჩინოს”, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×