რეზონანსი
09.05.2026

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის იური უშაკოვის თქმით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს კრემლის ლიდერთან საუბრის დროს პუტინისთვის უკრაინის პრეზიდენტის არანაირი შეტყობინება არ გადაუცია, თუმცა საუბრისას უკრაინის თემა ახსენეს.

უშაკოვს ჰკითხეს, გადასცა თუ არა ფიცომ ზელენსკისგან რაიმე შეტყობინება პუტინს.

„შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინის საკითხი სხვა მრავალ საკითხთან ერთად განიხილეს. ამ დისკუსიის დროს პრემიერ-მინისტრმა ჩვენს პრეზიდენტს და ჩვენს დელეგაციას აცნობა, რომ ის რამდენიმე დღის წინ მართლაც შეხვდა ზელენსკის. ზელენსკიმ მასთან რუსეთ-უკრაინის კონტექსტში არსებული ვითარება შეაფასა. თუმცა ზელენსკის მისი მეშვეობით არანაირი გზავნილი არ გადაუცია“, - განაცხადა რუსეთის ლიდერის მრჩეველმა.

„ფიცომ უბრალოდ საკმარისი დეტალები მიაწოდა იმის შესახებ, თუ რა განიხილა ზელენსკისთან“, - დასძინა უშაკოვმა.

რობერტ ფიცო პუტინს 9 მაისს მოსკოვში შეხვდა. ის ევროკავშირიდან ერთადერთი ლიდერია, რომელიც რუსეთის დედაქალაქში იმყოფება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×