რეზონანსი
10.05.2026

თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული გა­მო­ე­ძა­ლათ. "შა­ბა­თის ეთე­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია, რუ­სე­თის სამი მო­ქა­ლა­ქე, რომ­ლე­ბიც და­უდ­გე­ნე­ლი მო­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში, ბოლო 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა დროს ჩა­მო­ვიდ­ნენ, სა­ბო­ლო­ოდ ყვე­ლა ერთ მი­სა­მარ­თზე ვარ­კე­თილ­ში, მდე­ბა­რე კორ­პუს­ში და­სახ­ლდა.

სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით, ბინა, სა­დაც ჯგუ­ფი ცხოვ­რობ­და, ლილი ონი­ანს ეკუთ­ვნის. ემიგ­რა­ცი­ა­ში მყოფ ქალს ბი­ნის გა­სა­ღე­ბი სა­ვა­რა­უ­დოდ, შვი­ლიშ­ვილ­მა სთხო­ვა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად ცნო­ბილ პე­ტერ­ბურ­გე­ლე­ბის ჯგუფს იც­ნობ­და.

"შა­ბა­თის ეთე­რის“ მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ის ფა­ი­ლე­ბით დგინ­დე­ბა, 27 მარტს რუ­სე­თი­დან ჩა­მო­სუ­ლე­ბი­დან ერთ-ერთს მო­ბი­ლურ­ზე და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ ბი­ნა­ში გაზი ჟო­ნავ­და, "ხე­ლოს­ნე­ბი" მი­ვიდ­ნენ და ერთ-ერთი მო­ბი­ნად­რე მათ შე­სახ­ვედ­რად მე­სა­მე სარ­თუ­ლი­დან ეზო­ში უნდა ჩა­სუ­ლი­ყო. "შა­ბა­თის ეთე­რის" მო­პო­ვე­ბულ ვი­დეო ფა­ი­ლებ­ში ჩანს, რომ რო­მან ბე­ლო­ვი სა­დარ­ბა­ზო­დან ღა­მის პირ­ველ სა­ათ­ზე კორ­პუ­სი­დან ნამ­დვი­ლად ჩა­დის, მაგ­რამ იქ არც ხე­ლოს­ნე­ბი და არც ოპე­რა­ტი­უ­ლი ჯგუ­ფი არ არის. რამ­დე­ნი­მე ხან­ში კადრში ახალ­გაზ­რდე­ბის ჯგუ­ფი ჩნდე­ბა, რო­მე­ლიც კორ­პუს­ში შე­დის. ეზო­დან, სახ­ლში აბ­რუ­ნე­ბულ რო­მან ბე­ლოვს ინ­კა­სა­ტო­რე­ბის ნაც­ვლად, სახ­ლში კრი­მი­ნა­ლუ­რი ბან­და დახ­ვდა, ის სახ­ლში ძა­ლით შე­ათ­რი­ეს, სა­დაც უკვე გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ მისი მე­გობ­რე­ბი.

საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, რუ­სე­თის სამ მო­ქა­ლა­ქეს, ვარ­კე­თილ­ში რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი სცემ­დნენ, მათ 7 შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი პირი რიგ-რი­გო­ბით ურტყამ­და, ითხოვ­დნენ კრიპ­ტო სა­ფუ­ლის კოდს და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნე­ბის პა­რო­ლებს".

სი­უ­ჟეტ­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად ირ­კვე­ვა, რომ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­დის წევ­რებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის ტე­ლე­ფო­ნე­ბი გახ­სნეს, თუმ­ცა დიდი ფული, მათ კრიპ­ტო სა­ფუ­ლე­ზე ვერ იპო­ვეს. ამის შემ­დეგ თავ­დამ­სხმე­ლებ­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს ცუ­ლით და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ჯერ ყუ­რებ­ზე მი­ა­ყე­ნეს. საქ­მის მა­სა­ლე­ბის თა­ნახ­მად, რად­გან წა­მე­ბის ამ ფორ­მით თავ­დამ­სხმე­ლებ­მა შე­დე­გი ვერ მი­ი­ღეს, მათი სა­მიზ­ნე უკვე და­ნილ იმი­შა­ე­ვი გახ­და, რო­მელ­საც თი­თის მოჭ­რით ემუქ­რე­ბოდ­ნენ და და­ზი­ა­ნე­ბა მარ­თლაც მი­ა­ყე­ნეს.

თით­ქმის 12-სა­ა­თი­ა­ნი წა­მე­ბის შემ­დეგ ად­გილ­ზე და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ბან­დის წევ­რებ­მა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მტკი­ცე­ბით, აიტი სპე­ცი­ა­ლის­ტი მი­იყ­ვა­ნეს. 25 წლის შოთა გაგ­ლოშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ამ სამი დღის წინ და­ა­კა­ვა. რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ გა­და­მა­ლულ ფულს რაც ად­გილ­ზე მიყ­ვა­ნილ­მა ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტმაც ვერ მი­აგ­ნო. ამის შემ­დეგ გა­და­წყდა, პე­ტერ­ბურ­გე­ლე­ბის ჯგუ­ფის სა­მი­ვე წევ­რი გა­ე­ტა­ცე­ბი­ნათ.

სა­ბო­ლო­ოდ, ნა­წა­მებ ახალ­გაზ­რდე­ბი მარ­ნე­ულ­ში გა­ი­ტა­ცეს, ვი­დე­ო­ე­ბი გა­და­უ­ღეს და და­ე­მუქრნენ, რომ თუ პო­ლი­ცია რა­მეს გა­უ­გებ­და, ამ კად­რებს გა­უვრცე­ლებ­დნენ.

მძი­მე და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით სულ 7 პი­რია და­კა­ვე­ბუ­ლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×