რეზონანსი
10.05.2026

ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსის, მეუფე საბა ინწკირველის განცხადებით, მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს დამოუკიდებლად აირჩევენ.მან ხვალ დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საუბრისას განაცხადა, რომ მის გადაწყვეტილებებში არავინ ჩარეულა და თუ ასეთი ფაქტი სხვებთან მოხდა, აღნიშნულზე თავად ისაუბრებენ.

"ხვალინდელი დღე არის ისტორიული და წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. რა თქმა უნდა, დამოუკიდებელი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. არანაირი ჩარევა არ ყოფილა. პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა. თუ ვინმესთან იყო ჩარევა, თვითონ იტყვის. პირადად ჩემთან არანაირი ჩარევა არ ყოფილა“, - განაცხადა მეუფე საბა ინწკირველმა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება.

შეგახსენებთ, წმინდა სინოდმა სამი საპატრიარქო კანდიდატი გამოარჩია. სინოდის გადაწყვეტილებით, პატრიარქობის კანდიდატები იქნებიან: საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი იობი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×