რეზონანსი
10.05.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას ეხმიანება და ინტერესდება, რატომ გამოუშვეს უკრაინიდან საქართველოში სააკაშვილი სახელმწიფო გადატრიალების იმედით.

როგორც ანანიძე აცხადებს, მსგავსი სპეცოპერაცია ქართულ მხარეს რომ დაეგეგმა, უკრაინის წარმომადგენლები ყველგან ამაზე ისაუბრებდნენ.

„გვინდა, სააკაშვილი დაუბრუნდეს უკრაინას“, - აცხადებს პოდოლიაკი.

საინტერესოა, მაშინ რატომ გამოუშვით აქეთ არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით?

საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, ალბათ დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამ აგრესიულ ჩარევაზე არ ისაუბრებდით. საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღებაც საჭიროა”, - წერს ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×