რეზონანსი
10.05.2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:

საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;

ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;

საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;

მეტროსადგურ „ავლაბრის“ მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.

უწყების ცნობით, საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ ფეხით გონაშვილის ქუჩით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×