რეზონანსი
12.05.2026

მომხრე ვარ ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების - ყველა იმ მექანიზმის, რომელიც ხელს უწყობს ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

სახალხო დამცველს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა: „9 აპრილს ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ გადაიხედება პოლიტპატიმრების შეწყელების საკითხი, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიმართავენ. თქვენი რეკომენდაცია რა იქნება? ეს კონსოლიდეციისკენ დადადგმულ ნაბიჯად შეიძლება ჩაითვალოს?“ კითხვის საპასუხოდ იოსელიანმა აღნიშნა, რომ მომხრეა, როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე სასჯელის შემსუბუქების. ამასთან, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ახალმა პატრიარქმა ილია მეორის მიდგომები გააგრძელოს და გაითვალისწინოს.

„ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით საზოგადოებისთვის ცნობილია. მე მომხრე ვარ როგორც ჰუმანური მიდგომის, ისე სასჯელების შემსუბუქების. ადამიანების ვადაზე ადრე გათავისუფლების, შეწყალების - ყველა იმ მექანიზმის, რომელიც ხელს უწყობს, ადამიანებმა ვადაზე ადრე დატოვონ საპყრობილე. რა თქმა უნდა, იმ ადამიანების მიმართადაც იგივე დამოკიდებულება მაქვს, ვინც ახლა სასჯელს იხდის. პატრიარქის როლი ძალიან დიდია, ძალიან განსაკუთრებულია, ის მემკვიდრეობა, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ დატოვა ამ ქვეყანაში. ის ნამდვილად იყო ყველას პატრიარქი, საზოგადოების ყველა ფენის, ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქის პატრიარქი. ვფიქრობ, რომ ეს არის ის მნიშვნელოვანი მიდგომა, რაც ახალმა პატრიარქმა უნდა გააგრძელოს და გაითვალისწინოს“, - განაცხადა იოსელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×