რეზონანსი
12.05.2026

დღეს, 23:00 საათზე ევროვიზია 2026-ის პირველი ნახევარფინალი გაიმართება. მაყურებლის წინაშე 15 ქვეყნის წარმომადგენლები წარსდგებიან, ესენია: საქართველო, ფინეთი, ხორვატია, საბერძნეთი, პორტუგალია, მოლდოვა, შვედეთი, ბელგია, ესტონეთი, ისრაელი, ლიეტუვა, მონტენეგრო, სან მარინო და სერბეთი. მათგან ფინალურ შოუზე მხოლოდ ათი ქვეყანა გადავა. სცენაზე გამოვა „დიდი ოთხეულის“ ორი ქვეყანა: გერმანია და იტალია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ბზიკები“ 12 მაისს, ევროვიზია 2026-ის პირველ ნახევარფინალურ შოუზე მე-6 ნომრად წარსდგება.

წლევანდელი, 70-ე ევროვიზია ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება. პირდაპირ ტრანსლაციას ტრადიციულად, პირველი არხი შემოგთავაზებთ. კონკურსის წესებიდან გამომდინარე, საკუთარ ქვეყანას ხმას ვერ მისცემთ. 2026 წლის კონკურსი 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. ევროვიზიაზე წელს 35 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×