რეზონანსი
12.05.2026

ძალადობრივი აქციებისას დაკავებული თორნიკე გოშაძის დედა და ოპოზიციის აქტივისტი, მარიზი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს წმინდა სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურს, უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს არ აღიარებს.

როგორც კობახიძემ “ფორმულას” ეთერში აღნიშნა, შიო III-ს “უფრო ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს”, ვიდრე მომხრე და თავადაც პატრიარქის მოწინააღმდეგეთა რიგებშია.

“მოსაყდრე შიოს შეიძლება ჰყავდა ამომრჩეველი თავიანთ ხალხში, მაგრამ, ქვეყანაში მაგას უფრო ნაკლები ამომრჩეველი ჰყავს, ვიდრე მომხრე. ერთ-ერთი მე ვარ მათ [პატრიარქის მოწინააღმდეგეებს] შორის, რომ არასოდეს მაგისგან კარგი არ გამიგონია და ამ წუთში მე არ ვაღიარებ მაგას ჩემთვის რა თქმა უნდა, პატრიარქად,” (სტილი დაცულია), - განაცხადა მარიზი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×