
სამოქალაქო აქტივისტი მარიამ მეყანწიშვილი შემდეგ მიმართვას ავრცელებს:
"თანამებრძოლებო,
გვიწევს თანხების მობილიზება 4 ოქტომბრის იმ პატიმრებისთვის, რომელთა ფინანსური მხარდაჭერის პასუხისმგებლობა პარტია „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა აღებული.
სამწუხაროდ, პარტიიდან როგორც იქნა გვითხრეს, რომ პარტია ფინანსური რესურსების გარეშე დარჩა და ამ ადამიანებისთვის საპატიმრო ბარათების შევსებას ვეღარ უზრუნველყოფენ.
ფაქტობრივად პასუხისმგებლობა, რომელიც საკუთარ თავზე ჰქონდათ აღებული, უგულებელყოფილია, ხოლო დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანები ისევ საზოგადოების და თანამებრძოლების იმედად არიან.
იმ პირობებში, როცა 4 ოქტომბრის სხვა პატიმრებისთვის უკვე მაისის თვის თანხა გროვდება, ჩვენი დავით ჯინჭარაძე აპრილის თვის საჭირო თანხის ფიზიკურად შეგროვებას ვეღარ ახერხებს. ამიტომ გთხოვთ, შევეშველოთ ერთმანეთს და ერთად დავეხმაროთ ამ ადამიანებს", - წერს მეყანწიშვილი.