რეზონანსი
12.05.2026

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის 9 მაისის განცხადებები შეაფასა.

„ის, რასაც სინამდვილეში ეს განცხადება აჩვენებს, არის ის, რომ ის არ იმყოფება ძლიერ პოზიციაში. ამიტომ, ვფიქრობ, გაჩნდა ომის დასრულების შესაძლებლობა", - განაცხადა კალასმა.

პუტინის გამონათქვამები ომის „დასრულების" შესახებ და - პირველად - მისი მზადყოფნა, შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს არა მხოლოდ მოსკოვში, არამედ ნეიტრალურ ტერიტორიაზეც, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, აღქმული იყო როგორც დათმობებზე წასვლის მზაობის ნიშანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×