რეზონანსი
13.05.2026

პარლამენტი "უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მუშობას რამდენიმე საათში, დაჩქარებული წესით იწყებს. ცვლილებებს დეპუტატები პირველი მოსმენით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. დღესვე ცვლილებაზე იმსჯელებენ პლენარულ სხდომაზე.

პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ზურაბ რურუას განცხადებით, სტუდენტებს საკუთარი დაფინანსების გაუმჯობესების შესაძლებლობაც ექნებათ.

"ძალიან მნიშვნელოვანია განათლების რეფორმაში ასეთი ცვლილებების შეტანა, რადგან ხელს შეუწყობს, პირველ რიგში, ჩვენს სტუდენტებს განათლების გაუმჯობესებაში. ამ პროცესში, თითქოს ვიღაცებს ჰქონდათ რაღაც შიში, რომ დაფინანსება არ გაუგრძელდებოდათ, ამიტომ ჩვენ გავაცხადეთ, რომ კანონში ცვლილებების შედეგად, გაგრძელდება დაფინანსება - ვინც 2025 წლის 17 დეკემბრამდე არის ჩარიცხული, მათ გაუგრძელდებათ დაფინანსება და, ასევე, ექნებათ საშუალება, რომ პირიქით - გააუმჯობესონ," - აცხადებს ზურაბ რურუა.

"უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ზუსტდება გარდამავალი დებულება, რომლის თანახმად, 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩარიცხულ სტუდენტებს გარდამავალ პერიოდში (2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით) შეუნარჩუნდებათ არა მხოლოდ უკვე მოპოვებული დაფინანსება, არამედ მიეცემათ მისი მოპოვებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×