რეზონანსი
13.05.2026

მოწმეებს ბაჩო ახალაიასთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ბაჩო ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლმა ანი ნადარეიშვილმა განაცხადა. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

„აქამდე ვინც მოიყვანეს ე.წ. დაზარალებულები იყვნენ, ე.წ. ვამბობ, რადგან სხვა სასამართლო პროცესებიდან ნათხოვარი დაზარალებულები არიან და ბაჩოს საქმესთან არანაირი კავშირი არ აქვთ, თვითონვე აფიქსირებენ სასამართლო პროცესებზე, რომ ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაციის მიწოდება არ შეუძლიათ, უბრალოდ, 4 ოქტომბრის მოვლენებს ჰყვებიან დაზეპირებულად. ასევე, მოჰყავთ ღობის ექსპერტები, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ბაჩო ახალაია დაკავებულია ინტერნეტის გამოყენებასთან, ინტენსიურ მოხმარებასთან დაკავშირებით. ინტერნეტით ვერ დააზიანებდა ამ ადამიანებს“, - აცხადებს ნადარეიშვილი.

მისივე თქმით, დადგენილი არ არის არათუ ბაჩო ახალაიასა და კონკრეტულ პირებს შორის საუბრის შინაარსი, არამედ, საერთოდ რა კუთხით გამოიყენა ინტერნეტი.

„არ არსებობს არათუ საუბრის შინაარსი, არამედ, ოჯახის წევრებიდან, რომლებიც სახლში ვიმყოფებოდით, კონკრეტულად ვინ რა მოწყობილობით გამოიყენა ინტერნეტი. არათუ ზარებზეა საუბარი, საერთოდ რა კუთხით იქნა გამოყენებული ინტერნეტი, ამასაც ვერ ადგენენ, შინაარსზე და ზარზე ზედმეტია საუბარი. ჩვენი ინტერნეტის მოხმარების ტრაფიკი აქვთ ამოღებული და ამოღებული აქვთ, იგივე პაატა მანჯგალაძის ინტერნეტი, იმ დღეს რომ იყენებდა. მაგალითად, კობახიძისაც შეიძლება დაემთხვეს და დარწმუნებული ვარ, რომელიღაც მონაკვეთში, წუთში და წამში, კობახიძის ინტერნეტის გამოყენებას ჩემი სახლის ინტერნეტის გამოყენებას სადღაც დაემთხვეოდა“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.

ცნობისთვის, ბაჩო ახალაიას 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×